მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს QooQy Bakery-მა 2 ახალი ფილიალი გახსნა - ინვესტიცია ₾0.5 მილიონია

63aeecf1873d8
თინათინ ნატმელაძე
30.12.22 18:14
633
საკონდიტრო-საცხიობი QooQy Bakery-ის თანადამფუძნებელმა ილია გეფერიძემ BM.GE-თან საუბრისას 2022 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ გამოწვევების არსებობის მიუხედავად, კომპანიამ წელი 2 ახალი ფილიალით, გაზრდილი წარმადობითა და 50 დასაქმებულით დაასრულა.

„2022 წელი ძალიან დატვირთული იყო ჩვენთვის, ყოველ 2-3 თვეში ფილიალს ვხსნიდით, ორი ახალი ფილიალი დავამატეთ, რომელშიც 500 000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და ახლა ჩვენი ფილიალები ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ისთ ფოინთში, აბაშიძეზე და ბაზარში ორბელიანზეა წარმოდგენილი.

ფილიალების ზრდასთან ერთად, ცხადია, გაიზარდა ჩვენი წარმადობაც და თანამშრომლების რაოდენობაც. ამ ეტაპზე QooQy Bakery 50 ადამიანს ასაქმებს, რაც ძალიან მაგარი შედეგია“, - განაცხადა ილია გეფერიძემ.

ის აღნიშნავს, რომ მათი მომხარებლების რაოდენობა სულ უფრო მეტად იზრდება, რაც იმითაა განპირობებული, რომ QooQy Bakery ხარისხს მუდმივად აუმჯობესებს.

„მომხმარებლებისგან ძალიან დიდი დაინტერესებაა, რაც სულ უფრო მეტად იზრდება, რადგან ჩვენც მუდმივად ხარისხის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ QooQy Bakery-მ ერთ-ერთი საუკეთესო სტარტაპის მოდული შექმნა საქართველოში“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

რაც შეეხება გამოწვევებს, ილია გეფერიძე გვიყვება, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე ფინანსებთან ხელმისაწვდომობაა, თუმცა „აწარმოე საქართველოსა“ და თიბისის მხარდაჭერით ამ პრობლემის გადალახვა მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ QooQy Bakery ბაზარზე 1.5 წლის წინ გამოჩნდა და მისი თანადამფუძნებლის ცნობით, 2023 წლის მთავარი გეგმაა, რომ საერთო ჯამში 10 ფილიალი ჰქონდეთ, რაც თავის მხრივ, წარმადობისა და დასაქმებულების რაოდენობასაც გაზრდის.

საკონდიტროში პროდუქციის საფასური 0.80 ლარიდან იწყება და 39 ლარამდე იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები