მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს "ლოპოტა სპა რეზორტმა" სტუმრების რაოდენობით 2019 წლის მაჩვენებელს 9%-ით გადააჭარბა

61b72cdce144a
ლიკა გურაბანიძე
19.12.21 20:00
513
“2021 წელს პოზიტიურად შევაფასებდი. შესაძლოა ითქვას, რომ სტუმრების რაოდენობით 2019 წლის მონაცემებს 9%-ით გავუსწარით კიდეც", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” "ლოპოტა სპა რეზორტის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ქევანიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, ტურისტების ტრაფიკის მატება დამატებითმა ინვესტიციებმაც გამოიწვია, თუმცა ზოგად ჭრილში დინამიკა მაინც მზარდია.

“შესაძლოა სტუმრების რაოდენობის ზრდა კიდევ ერთი ახალი კორპუსის დამატებამ გამოიწვია, მაგრამ მიუხედავად ამისა, დინამიკა საკმაოდ მზარდია. ქართველი და უცხოელი ტურისტების რაოდენობა 50/50-ზეა", - განმარტა ქევანიშვილმა.

“ლოპოტა სპა რეზორტის" გენერალური დირექტორის თქმითვე, “ლოპოტას” განვითარებამ ზოგადად კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყო ხელი.

“როდესაც ლოპოტა დაარსდა ფაქტობრივად რეგიონული სასტუმროები არ არსებობდა. ჩვენი გახსნის შემდეგ ძალიან ბევრმა ბიზნესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგიონის სასტუმროები განვითარებულიყო. ინფრასტრუქტურის ჯაჭვი ტურისტს უფრო იზიდავს, არსებულ ბიზნესს ავითარებს და ახალს განვითარების მოტივს აძლევს.” - აღნიშნა გიორგი ქევანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები