თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის შეფასებით, საბანკო სექტორი ნორმალურად ვითარდება. ვახტანგ ბუცხრიკიძე და წელს სექტორის 15-18%-იან ზრდის მოლოდინი აქვს.
ამის შესახებ მან „თიბისის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც საქართველოსა და რეგიონის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები მიმოიხილეს.
"3-4 თვის მაკრომონაცემები ოპტიმიზმის მომცემია. საბანკო სექტორიც საკმაოდ ნორმალურად ვითარდება. ჩვენი მოლოდინია რომ საბანკო სექტორის ზრდა <დაკრედიტების ზრდის ტემპი> 15-18%-ის ფარგლებში იქნება. მოლოდინი გვაქვს, რომ ყველაზე მეტად მიკროსესხები გაიზრდება, მცირე და საშუალო ბიზნესი და, დაახლოებით, 10-15%-ის ფარგლებში იქნება ზრდა კორპორაციული ბიზნესის ფარგლებში“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.