მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ყველაზე მეტი საჩივარი ელექტროენერგიის კომპანიების მიმართ იყო - ენერგოომბუდსმენი

63aab25a5aae6
მარიამ ვარადაშვილი
27.12.22 13:20
417

ენერგოომბუდსმენის სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეებს წელს ყველაზე მეტი საჩივარი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიების მიმართ ჰქონდათ. 

კერძოდ, სექტორების მიხედვით მომართვიანობა ასე გადანაწილდა: ელექტროენერგია - 942 განცხადება; წყალმომარაგება - 393 განცხადება; ბუნებრივი გაზი -153 განცხადება.

ჯამში მიმდინარე წელს ენერგოომბუდსმენის აპარატმა ენერგოკომპანიებში 1601 რეკომენდაცია გაგზავნა, რომელთა საფუძველზე მომხმარებლებს დაუკორექტირდათ ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, რაც დაახლოვებით 101 ათასი ლარს შეადგენს.

ენერგოომბუდსმენმა სემეკს შუამდგომლობით მიმართა 54 საქმეზე და ზეპირი მოსმენის გარეშე ყველა საკითხი მომხმარებელთა სასარგებლოდ დასრულდა. შედეგად, მათ ჯამში 145 ათას ლარამდე დაუკორექტირდათ. 

“მიმდინარე წელს დამცველის სამსახურში საქმისწარმოება დაიწყო 1488 მოქალაქის წერილობითი განცხადების/საჩივრის საფუძველზე. დავებს შორის აგრეთვე არის ენერგოომბუდსმენის ინიცირებული საკითხები, რომლებზეც შედგა შესაბამისი ოქმი”,-აცხადებენ ენერგოომბუდსმენის აპარატში.

როგორც BMG-ის ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა უთხრა, წლიურ ანაგარიშს მომდევნო წლის მარტში გამოაქვეყნებენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები