საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს - პირველ კვარტალში ზრდა 7.2% იყო. უშუალოდ მარტში კი, ეკონომიკა 7.3%-ით გაიზარდა. გამყარებას განაგრძობს ეროვნული ვალუტაც - ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.5 ლარს ჩამოსცდა.
კლების ტენდენცია აქვს ინფლაციასაც - აპრილში დაფიქსირებული ფასების დონე 3 მაისს გამოქვეყნდება, მაგრამ ეკონომისტების პროგნოზით, წლიური ინფლაცია 5%-ს ჩამოსცდება. ამ ფონზე გახშირდა კითხვები და მოლოდინები რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზეც - მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 10 მაისსაა ჩანიშნული. „10 მაისს ვიმსჯელებთ, არის თუ არა დრო, დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა" - უთხრა დღეს ჟურნალისტებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა.
რის ხარჯზე უმჯობესდება საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები - მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობის შედეგი თუ რუსეთ-უკრაინის ომის გამო შექმნილი სიტუაცია. რა კითხვები აქვთ და როგორია მოლოდინები კერძო სექტორში?
ინტერვიუერი: თელარა გელანტია - BM.GE-ის მთავარი რედაქტორი; „წერტილი“ - ავტორი & წამყვანი;
სტუმარი: ირაკლი ჟვანია - აუდიტორული & საკონსულტაციო კომპანია „ქუდოს ჯორჯია“, პარტნიორი