მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერტილი უნდა დაესვას ინსტიტუციების დასუსტების მცდელობას - გიორგი ხიშტოვანი

648b0a1661218
თელარა გელანტია
15.06.23 17:24
722
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტოვანის განცხადებით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ინსტიტუციების დასუსტების მცდელობას.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში წამყვანის შესაბამისის კითხვის პასუხად განაცხადა. „წერტილი უნდა დაესვას სხვადასხვა მმართველობითი შტოს მცდელობას, რომ ყველაფერს მართავდეს“, - აღნიშნა მან.

კითხვას - „რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის“ - გიორგი ხიშტოვანმა ასეთი პასუხი გასცა:

„ორი რამ გვჭირდება: პირველი - მმართველობითი შტოების გაძლიერება და არა - დასუსტება. ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებების და ვეტოს დაძლევის მაგალითზეც რას ვხედავთ - მმართველობის ორი შტოს დასუსტების მცდელობას - ვგულისხმობ საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუტებს, რაც არის პრობლემა.

მეორე - გვჭირდება კომპრომისების უნარი. ისევ ეროვნული ბანკის საკითხი შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ - ვერ ხდება კომპრომისის პოვნა და შემდეგ უკვე გადავდივართ ზომებზე, რომელიც არავის არგებს და არის კონტრპროდუქტიული“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს, რომლის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლსობა იყო, პრეზიდენტმა ვეტო 23 თებერვალს დაადო. სალომე ზურაბიშვილი განმარტავდა, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული არ იყო, მაგრამ 13 ივნისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. შედეგად, ეროვნულ ბანკში შემოდის ახალი აღმასრულებელი თანამდებობა - პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები