აფრიკაში შესაძლოა კორონავირუსის პანდემიის პირველ წელს 190 000 ადამიანი დაიღუპოს, თუ შემაკავებელი ზომები არ იმუშავებს, ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში (WHO) აცხადებენ. ორგანიზაციის ახალი კვლევა ასევე ეპიდემიის რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელებას პროგნოზირებს.
როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ახალ დოკუმენტშია აღნიშნული აფრიკის რეგიონში შესაძლოა პირველი წლის განმავლობაში 29-დან 44 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს, ხოლო ამავე პერიოდში ვირუსს 83 000-დან 190 000-მდე ადამიანი შეეწიროს.
აღნიშნული რიცხვები პროგნოზირების მოდელებზეა დაფუძნებული და ფოკუსირებულია ე.წ. ჯანდაცვის ორგანიზაციის აფრიკის რეგიონის 47 ქვეყანაზე, რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა ერთი მილიარდია. ეგვიპტე, ლიბია, ტუნისი, მაროკო, ერიტრეა, სუდანი, სომალია და ჯიბუტი ამ რეგიონში არ შედის.
ამ დროისთვის აფრიკის კონტინეტზე 2000-ზე მეტი გარდაცვლილია კორონავირუსის შედეგად, შედარებისთვის დასავლეთ ევროპაში დაინფიცირებული 140 000 ადამიანი დაიღუპა.