მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) დასავლეთ ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ საზღვრები გახსნან იმ ტურისტებისთვის, ვინც ჩინური ავტორიზებული ვაქცინებით (Sinopharm; Sinovac) სრულად არიან აცრილი. ამის შესახებ ინფორმაციას USA Today ავრცელებს.
„ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის დამტკიცებული, ევროკავშირის ქვეყნებმაც უნდა აღიარონ, რადგან ვაქცინაციის მიზანი ასევე ტურიზმის აღდგენაცაა. ასეთი მიდგომით ვერ გაიზრდება ეკონომიკა, რომელიც ისედაც დაზარალებულია“, - აღნიშნულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმით, დასავლეთ ევროპის ქვეყნების ასეთი ნაბიჯები ძირს უთხრის „ვაქცინებისადმი ნდობას, რომლის ეფექტიანობა და უსაფრთხოება უკვე აჩვენა კლინიკურმა კვლევებმა“. კვლევებში აღნიშნულია, რომ ორივე ჩინური ვაქცინა მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს.