მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO ნიღბების გამოყენებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ამკაცრებს

5fc794288edce
ნათია თაქთაქიშვილი
02.12.20 17:26
1299
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგნიზაცია (WHO) ნიღბების გამოყენებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ამკაცრებს; განსაკუთრებით კი, იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მოსახლეობამ ნიღბები უნდა გამოიყენოს მაღაზიაში, სამსახურსა და სკოლაში. ასევე, ნიღბების ტარება აუცილებელი გახდა 12 წლის და უფრო დიდი ასაკის ბავშვებისათვის, თუნდაც იმ შენობეში, სადაც ჰაერი კარგად ნიავდება.

„დახურულ სივრცეში, თუნდაც ის კარგად ნიავდებოდეს და სოციალური დისტანცირების შენარჩუნება შესაძლებელი იყოს, მოსახლეობამ არასამედიცინო ნიღაბი მაინც უნდა გამოიყენოს “, - აცხადებს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია.

რაც შეეხება ხუთ წლამდე ბავშვებს, მათ პირბადე არ უნდა ატარონ, ხოლო 6-დან 11 წლამდე ბავშვებში პირბადის ტარების გადაწყვეტილება რისკების შეფასების საფუძველზე უნდა იქნას მიღებული.

აღსანიშნავია, რომ WHO რეკომენდაციას აძლევს სამედიცინო პერსონალს, გამოიყენონ მხოლოდ N95 ტიპის სამედიცინო ნიღაბი, თუ მათ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან უწევთ ურთიერთობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები