მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO "მაიმუნის ყვავილის" ვირუსს ახალ გამოწვევას უწოდებს

628b350511ad6
მარიამ ვარადაშვილი
23.05.22 11:39
1809
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ახალ საფრთხეზე “მაიმუნის ყვავილზე” საუბრობს. კერძოდ, WHO აცხადებს, რომ მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშეა. ესაა Covid-19, უკრაინაში ომი და "მაიმუნის ყვავილი". 

BBC ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ვირუსი აფრიკის კონტინენტის გარდა 15 ქვეყანაში, მათ შორის, 80-სზე მეტი შემთხვევა ევროპაში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და ისრაელში დაფიქსირდა.

“მაიმუნის ყვავილი” დასავლეთ და ცენტრალური აფრიკის ქვეყნებშია გავრცელებული. როგორც ცნობილია, ვირუსის ადამიანებს შორის ტრანსმისია მარტივად არ ხდება, ხოლო დაავადება უმეტეს შემთხვევაში ზომიერად მიმდინარეობს. BBC-ის ინფორმაციით, ინფიცირებულთა უმეტესობას ვირუსი რამდენიმე კვირაში გადააქვს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყებებმა ინფიცირებულთა კონტაქტებს სამი კვირის მანძილზე იზოლაციისკენ მოუწოდეს. ბელგია კი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ინფიცირებულებს სავალდებულო სამკვირიანი კარანტინი დაუწესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები