მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: საქართველოში ექთნების მწვავე დეფიციტია

63208a3f91387
თამთა ჯიჯავაძე
14.09.22 09:00
1176
საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ექთნების რიცხვი 2013 წლიდან იზრდება, მაგრამ ის ძალიან დაბალია ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ამის შესახებ საუბარია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიმოხილვაში, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ეხება.

WHO-ის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 555 ექთანი მოდიოდა. 

"შორეულ და სოფლად დასახლებულ პუნქტებში სამუშაოდ პერსონალის დაქირავება და შენარჩუნება მნიშვნელოვანი პრობლემად რჩევა და სამედიცინო პერსონალის მარაგთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ცხადჰყოფს შეუსაბამობას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. სამედიცინო პერსონალის უმეტესობა მუშაობს სტაციონარულ დაწესებულებებში. 2019 წელს ეს მოიცავდა ექიმების 52%-ს და ექთნებისა და ბებიაქალების 71%-ს", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებიც აქტიურად საუბრობენ კადრების დეფიციტზე, განსაკუთრებით კი ექთნების ნაკლებობაზე. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ "ჯეო ჰოსპოტალსის" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა „საქმიან დილაში“ თქვა, რომ სექტორს ექთნების დეფიციტი განსაკუთრებით აწუხებს და კრიტიკულად დეფიციტური პედიატრიის, ქირურგიის, საოპერაციოს და ინტენსიური მოვლის ექთნებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები