მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის ვიზიტორთა რაოდენობა 600%-ით არის გაზრდილი"

5e4ac0e63f71d
BM.GE
17.02.20 21:05
1142
პროგრამის „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ სასარგებლო წიაღისეულის ახალი კომპონენტის დაანონსებიდან დღემდე საბადოების რუკა, რომელიც წიაღის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია ზავრაშვილის განცხადებით, შემოსულ მომხმარებლებს შორის საქართველოს გარდა, მაღალი აქტივობა ფიქსირდება ამერიკიდან, ირლანდიიდან და თურქეთიდან.

„მისასალმებელია, რომ პროგრამის დაანონსებიდან ასევე მაღალი აქტივობა ფიქსირდება საიტზე, რომლის ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის 600%-ით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ პროგრამის მიმართ ინტერესი მაღალია და ბიზნესი დაინტერესებულია წიაღისეულის სექტორში ინვესტირებით“, - აღნიშნა მაია ზავრაშვილმა.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების მასშტაბური პროექტი პროგრამის „100 საინვესტიციო შეთვაზება ბიზნესს“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე განთავსდა კომერციულად მიმზიდველი 100 საბადო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები