ბიზნესი წიაღის რეფორმის მეორე ფაზის მოლოდინშია. რეფორმის განხორციელება ინვესტორთა საბჭოს 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაშიც შედის. “საქართველოს სამთო სექტორში ინვესტიციების გასაძლიერებლად, საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მოდერნიზება. რეფორმამ უნდა გააუმჯობესოს სექტორში პოლიტიკა და დაინერგოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა საქართველოში“, - წერია ინვესტორთა საბჭოს სამოქმედო გეგმაში. BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა, რომ რეფორმის მეორე ფაზა სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლებას და წიაღის სფეროს ახალი კანონმდებლობის ფორმირებას გულისხმობს.
რა გაკეთდა წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზის პირობებში, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სექტორში მომუშავე ბიზნესი და რა უნდა შეცვალოს რეფორმის მეორე ფაზამ?
სტუმარი: მაია ზავრაშვილი - „კოლიერს ჯორჯია მაინინგ ენდ მინერალსის“ მმართველი პარტნიორი;