გასული წლის მეოთხე კვარტალში, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა ავტომწარმოებელმა, ამერიკულმა Tesla-მ მომხმარებლებს 405 ათასზე მეტი ავტომობილი მიაწოდა.
Tesla-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ აღნიშნული რაოდენობა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
საინტერესოა, რომ მიწოდების ეს მაჩვენებელი, რომელიც გასული წლის ამავე პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს 47%-ით აღემატება, წინასწარ ნავარაუდევ მაჩვენებელზე ნაკლებია - თავის დროზე, თესლა 418 ათასი ავტომობილის მიწოდებას გეგმავდა. საერთო ჯამში, გასულ წელს, Tesla-მ 1.36 მილიონი ერთეულის წარმოება შეძლო, რომელთა 1.31 მილიონი მომხმარებელს მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსურად, გასული წელი, Tesla-სთვის არც თუ ისე კარგი იყო - წლის ჭრილში, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 69%-ით შემცირდა. დღეს, Tesla-ს ერთი აქცია $123 ღირს, მაშინ, როცა ერთი წლის წინ, ფასი $342 იყო. აღსანიშნავია, რომ პიკში ყოფნისას, Tesla-ს ერთი აქცია $381 ღირდა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.