მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Winter Jazz - Eastern Promotions-ს ზამთრის კურორტზე ჯაზის ფესტივალის მოწყობა სურს

62c2f5b195b5c
ვიქტორია მღებრიშვილი
09.07.22 10:00
482
Eastern Promotions-ს ზამთრის სეზონზე, სამთო კურორტზე ჯაზ ფესტივალის გამართვა სურს. ჯაზ ფესტივალის განვითარების და ამით რეგიონების ეკონომიკური გააქტიურების შესახებ კომპანიის დამფუძნებლებმა გადაცემა „Forbes კვირაში“ ისაუბრეს.

მათ აღნიშნეს, რომ არსებული ჯაზ ფესტივალები სამ რეგიონს - თბილისს, აჭარასა და კახეთს უკვე მოიცავს და Eastern Promotions-ის გეგმებში Winter Jazz-ის განხორციელებაც შედის.

„პირველი Tbilisi Jazz Festival-ია, მეორე - აღმოსავლეთი საქართველოში შემოდგომაზე Jazz & Wine Kakheti და მესამე - დასავლეთ საქართველოში ზაფხულში Black Sea Jazz Festival-ია. ახლა დაგვრჩა - Winter Jazz, რომლის განხორციელება იდეაში გვაქვს და ვიმედოვნებთ, ისე გაიმართება ინფრასტრუქტურა, რომ ზამთრის კურორტზე ჯაზ ფესტივალის ჩატარების შესაძლებლობა მოგვეცემა“, - განაცხადა Eastern Promotions-ის დამფუძნებელმა კახა კალანდაძემ.

მიხეილ გიორგაძე კი Jazz & Wine Kakheti-ს მაგალითზე რეგიონების ეკონომიკური გააქტიურებას განიხილავს.

„Jazz & Wine Kakheti აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატია. ეს ფესტივალი ჩვენს ეკონომიკურ პრიორიტეტებს პასუხობს - შიდა და გარე ტურიზმის ნაკადების გააქტიურებას, რეგიონში ადგილობრივ ეკონომიკაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, რეგიონის პოპულარიზაცია იმ ვარსკვლავების საშუალებით, რომლებიც რეგიონში ჩადიან და მის რეკლამირებას მთელ მსოფლიოში ახდენენ. ფესტივალის ფარგლებში თავის მცირე ბიზნესებს ბუტიკური ღვინის კომპანიები წარადგენენ და იქვე ხდება დაკავშირება, თითქმის შეთანხმებების დადება, რაც მათ ცნობადობას ზრდის. კახეთის ფესტივალი ძალიან განვითარდა. წელს და მომდევნო წლებში მის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე ვიზრუნებთ. ტურიზმის სააგენტოს დახმარების დიდი იმედი მაქვს“, - განმარტა მიხეილ გიორგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები