მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წითელი ქვეყნების სიაში მოხვედრის გამო საქართველოში ისრაელის კვირეული გადაიდო

60f2d0b540688
BM.GE
17.07.21 16:32
1214

საქართველო-ისარელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ გადაიდო ისრაელის კვირეული საქართველოში, რომელზეც 150 მონაწილე, მათ შორის ბიზნესმენები და პარლამენტარები იყვნენ დარეგისტრირებულნი ისრაელიდან.

"სამწუხაროდ, საქართველო წითელ ქვეყნების სიაში შევიდა ისრაელში. ფორუმის ახალ თარიღზე იქნება შეტყობინება"-აცხადებს იციკ მოშე.

ისრაელის კვირეული თბილისში მიმდინარე თვეში იყო დაგეგმილი. 

როგორც ynet.co.il-მა გაავრცელა ინფორმაცია, ისრაელმა საქართველო თურქეთთან, ბრიტანეთთან და კვიპროსთან ერთად იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც დაბრუნებულ მოქალაქეებს ერთკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. 

ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ ისრაელის მთავრობამ წითელი ქვეყნების ჩამონათვალს მას შემდეგ გადახედა, რაც დელტა შტამით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპის მასშტაბით, ამასთან მომავლი კვირის პარასკევიდან ისრაელი საჰაერო მიმოსვლას შეაჩერებს ესპანეთთან და ყირგიზეთთან.

ამჟამად ისრაელს ფრენები უკვე შეჩერებული აქვს არგენტინასთან, ბრაზილიასთან, სამხრეთ აფრიკასთან, ინდოეთთან, მექსიკასთან, რუსეთთან, ბელორუსიასთან და უზბეკეთთან.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, შემდეგი ქვეყნებიდან დაბრუნებულ ყველა მოგზაურს მოუწევს სრული იზოლაციის გავლა და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა: არაბთა გაერთიანებული საემიროები, სეიშელის კუნძულები, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა - რიკა.

ამასთან მომავალი პარასკევიდან, აღნიშნულ სიას შემდეგი ქვეყნები დაემატება: გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, თურქეთი, საქართველო, უგანდა, მიანმა, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები