Wizz Air-ი სომხეთის მიმართულებით რეისებს ამატებს. ერევნის საერთშორისო აეროპორტის მიმართულებით უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვილნიუსიდან და ვენიდან იფრენს. ამის შესახებ „როიტერსი“ იტყობინება.
როგორც Wizz Air-ში აცხადებენ, ახალი ავიარეისები 2020 წლის აპრილიდან დაემატება. Wizz Air-ის გადაწყვეტილება Ryanair-ის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც ოქტომბერში განაცხადა, რომ ერევნიდან მილანისა და რომის მიმართულებით რეისების განხორციელებას იწყებდა. Ryanair-ის ფრენები სომხეთიდან იანვრიდან დაიწყება.