მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz air-ის 85-მა მგზავრმა სასურველი მიმართულებით ბილეთი გადაცვალა - ქარქაშაძე

63ef6c99b1fe6
მარიამ ვარადაშვილი
17.02.23 16:10
606
აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ამ დროისთვის Wizz air-ის 85-მა მგზავრმა გადაცვალა ბილეთი.

საუბარია იმ მგზავრებზე, რომლებიც დღეს ქუთაისიდან ბერლინში ვერ გაფრინდნენ, რადგან დიდთოვლობით გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც ისინი დათქმულ დროს აეროპორტში ვერ ჩავიდნენ.

“ქუთაისი-ბერლინის რეისზე 87 მგზავრი გამოცხადდა დაგვიანებით. როდესაც რეგისტრაცია ბერლინის რეისზე დასრულებული იყო და იწყებოდა 98 მგზავრის ჩასხდომის პროცედურა. იცით, რომ დასავლეთში არის ძლიერი თოვა და ყინვა. ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რომ გზებზე შეფერხებების გამო დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან.

ავიაკომპანისთან მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ ვიზეარი დათანხმდა ამ 87 მგავრისთვის ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლას თანხის დამატების შემთხვევაში. საუბარია, დაახლოებით 300 ლარზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მგზავრებს, დაიჭირონ თადარიგი და დროულად, ან უფრო ადრე გამოცხადდენ აეროპორტში რეგისტრაციაზე. ამ ეტაპზე, 85 მგზავრს ბილეთი სასურველი მიმართულებით უკვე აქვს გადაცვლილი”,-ამბობს ქარქაშაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები