მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wizz air ქუთაისის აეროპორტში დარჩენილ 87 მგზავრს ბილეთის გადაცვლას სთავაზობს

63ef531bbb4a6
მარიამ ვარადაშვილი
17.02.23 14:16
1502

დღეს დილით ქუთაისიდან ბერლინში Wizz Air-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. დიდთოვლობით გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები ვერ ჩავიდნენ დათქმულ დროს აეროპორტში.

BMG-ის ინფორმაციით, ავიაკომპანიამ დარჩენილ მგზავრებს დღეს დაგეგმილ სხვა ავიარეისებზე ბილეთების გადაცვლა შესთავაზა. ამ დროისთვის უნგრულ ავიაკომპანიას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

"ავიაკომპანისთან მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ "ვიზეარი" დათანხმდა ამ 87 მგავრისთვის ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლას თანხის დამატების შემთხვევაში", - აცხადებენ "აეროპორტების გაერთიანებაში". 

ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი მარიკა ბაკურაძე ერთ-ერთია იმ 87 მგზავრს შორის, რომელთა გარეშეც გაფრინდა თვითმფრინავი ქუთაისიდან ბერლინში. როგორც მან BMG-ის უთხრა, ბილეთის გადაცვლის შესაძლებლობა მისცეს, თუმცა მგზავრებმა თითოეულ ბილეთზე დამატებით 300 ლარი უნდა გადაიხადონ. 

"14:00 საათზე ავიაკომპანიამ რამდენსაათიანი ლოდინის შემდეგ გვითხრა, რომ ბილეთების გადაცვლის შანსი არსებობს იმ შემთხვევაში თუ დავამატებდით 300 ლარს გადავიხდით. შეთავაზებული იყო უახლოესი რეისები, რაც აეროპორტიდან არის დაგეგმილი. ასევე გერმანიის მიმართულებით ხვალ, ხოლო ბერლინში ორშაბათს გაფრენა. აღმოჩნდა, რომ ამ რეისებზე ადგილები ძალიან შეზღუდულია. პრაღაში გაფრენა მინდოდა, დავდექი რიგში, თუმცა მითხრეს ადგილი აღარ გვაქვსო. მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მოახერხა რეისის გადაცვლა",-ამბობს ჟურნალისტი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები