მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წლის ბოლომდე მზიურში ახალ მულტიფუნქციურ სივრცეს გავხსნით“ - „თამაშობანა“

640ef6c9bb26e
ნანუკა ნარიმანიძე
14.03.23 10:00
753
სამაგიდო თამაშების კომპანია „თამაშობანა“ 2023 წელს მზიურში ახალი მულტიფუნქციური სივრცის გახსნას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა ნაუ სონღულაშვილმა გადაცემა “ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„პანდემიის შემდეგ ჩვენს გასართობ ცენტრზე მოთხოვნა გაიზარდა და ჩართულობა მომხმარებლის მხრიდან დიდია, სწორედ ამიტომ, გეგმაში გვაქვს წლის ბოლომდე გავხსნათ ახალი სივრცე, რომელიც არ იქნება დაბადების დღის ცენტრი, არამედ იქნება სივრცე, სადაც ოჯახები მოვლენ, გაერთობიან და შეიმეცნებენ სხვადასხვა აქტივობას“, - აღნიშნა თანადამფუძნებელმა.

Bm.ge-თან ინტერვიუში ნაუ სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ მულტიფუნქციური სივრცე საქართველოსთვის უახლესი კონცეფციაა.

„ეს პროექტი საქართველოს ბაზრისთვის ახალი და მასშტაბურია,, ჩვენ გაწერილი გვაქვს ყველაფერი, მათ შორის ფინანსებიც, თუმცა ამ საკითხზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. მთავარი, რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ აქ იქნება ღია და დახურული სივრცეები, როგორც ბავშვებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის, სადაც დასვენება, გართობა და სხვადასხვა სასწავლო აქტივობით დაკავება იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა მან.

აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ სამაგიდო თამაშები, რომლებსაც კომპანია ამზადებს ,არა მხოლოდ ბავშვებზე, არამედ უფროსებზეცაა მორგებული - „ჩვენი თამაშები ოჯახურ ფორმატზეა მორგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია მისი თამაში, სწორედ ამ თამაშებს შევთავაზებთ ახალ მულტიფუნქციურ სივრცეში მომხმარებელს“, - დასძინა ნაუ სონღულაშვილმა.

ცნობისთვის, კომპანია „თამაშობანა“ 2015 წელს შეიქმნა და ის მომხმარებელს სხვადასხვა სამაგიდო თამაშს სთავაზობს, 2018 წლიდან კომპანიამ მეორე მიმართულებაც შექმნა, რომელიც ბავშვთა გასართობი ღონისძიებების ორგანიზებაზეა ორიენტირებული. „თამაშობანა“ სრულ განაკვეთზე 10 ადამიანს ასაქმებს, ხოლო ნახევარ განაკვეთზე 40-50-ს, წლის ბოლომდე კი კომპანია სრულ განაკვეთზე დასაქმებული კადრების რაოდენობის 30-მდე გაზრდას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები