მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლოსთვის დაბრუნებული დღგ-ის ოდენობა, სავარაუდოდ, ₾2.2 მლრდ-ს მიაღწევს - მინისტრი

63723f4bbcb5b
ინგა მურუსიძე
14.11.22 16:13
482
2022 წლის 10 თვის მონაცემებით, დღგ-ს ზედმეტობის სახით, ბიზნესს 1.8 მლრდ ლარი დაუბრუნდა. ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 2.2. მლრდ ლარს მიაღწევს.

„ეს სტატისტიკა შედგება 10 თვის მონაცემებისგან. თქვენ როგორც იცით, დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნება დაანონსებული გვქონდა, რომ წლის განმავლობაში გაცდებოდა 2 მილიარდს და ამ სტატისტიკით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლიურად ეს იქნება დაახლოებით 2.2 მლრდ ლარის ფარგლებში. ეს ძირითადად არიან საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში და არიან საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ საქონლის თუ მომსახურების ექსპორტს საქართველოდან. ძირითადად ეს კატეგორია არის ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიები და ექსპორტიორი კომპანიები, რომლებსაც ყველაზე მეტად უგროვდებათ დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, წლევანდელი 10 თვის მონაცემი რეფორმამდე პერიოდის 10 წლის მონაცემის ტოლია. „ეს არის წარმატებული რეფორმა, რომელიც კარგად მუშაობს და წარმატებული შედეგები აქვს“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემა 2020 წლიდან ამოქმედდა. 2021 წლის განმავლობაში მისი მეშვეობით ბიზნესს სულ 1.93 მილიარდი ლარი დაუბრუნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები