მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის I ნახევარში ბიზნესის ბრუნვა ₾16 მლრდ-ით, რეკორდულ 80 მილიარდამდე გაიზარდა

6311bca33993a
შოთა ტყეშელაშვილი
02.09.22 12:20
718
2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ რეკორდულ 80.3 მილიარდ ლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით ეს თანხა 16.3 მილიარდით, ანუ 25.5%-ით მეტია.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ მეორე კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 41.7 მილიარდი ლარი იყო (ზრდა 6.7 მილიარდი, 19.2%).

2022 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 61.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 21.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვა ასე ნაწილდება:

• ვაჭრობა - 30.1 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 28%
• გართობა, დასვენება, აზარტული თამაშები - 23.4 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 16%
• დამამუშავებელი მრეწველობა - 8.3 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 37%
• მშენებლობა - 4.3 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 25%
• ტრანსპორტირება და დასაწყობება - 4 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 35%
• ენერგეტიკა - 3 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 39%
• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1.55 მილიარდი ლარი, მატება წინა წელთან 43%
• ტურიზმი - 966.5 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 69%
• პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 763.1 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 11%
• უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 759.1 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 32%
• ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 710.4 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 8%
• სამთომოპოვებითი მრეწველობა - 703.6 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 17%
• საკვებით და სასმელებით მომსახურება - 585.3 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 55%
• ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 522.8 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 57%
• განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა - 381.2 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 95%
• სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა - 352.9 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 13%
• განათლება - 271.9 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 7%
• წყალმომარაგება; კანალიზაცია ნარჩენების მართვა - 192.1 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 13%
• სხვა სახის მომსახურება - 81.8 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 36%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები