მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wolt Drive - ვოლტის ახალი B2B სერვისი ონლაინ მაღაზიებისთვის

62713116a73b1
BM.GE
04.05.22 09:40
1002
ელ-კომერციის ბიზნესი სწრაფად მზარდია. ჩნდება არა მხოლოდ ახალი ონლაინ მაღაზიები, არამედ არაერთი ტრადიციული სავაჭრო ობიექტი საკუთარი ონლაინ ვაჭრობის არხების განვითარებასაც იწყებს, იქნება ეს სუპერმარკეტები, აფთიაქები, მაღაზიები, საკვები ობიექტები თუ სხვა.

თუმცა, ელ-კომერციის ბიზნესის წარმოება არც ისე მარტივია, როგორც ეს შესაძლოა ერთი შეხედვით ჩანდეს და მისი წარმატება დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა პროდუქციის ხარისხი, ასორტიმენტი და მუდმივი ხელმისაწვდომობა, კონკურენტული ფასები, სააქციო შეთავაზებები და ბოლოს, რა თქმა უნდა სწრაფი და მოხერხებული სერვისი, მათ შორის მიტანის სერვისი.

ეს უკანასკნელი ონლაინ ვაჭრობის ობიექტებისთვის აქილევსის ქუსლია, რადგან სწრაფი და ეფექტიანი მიწოდების სერვისის შექმნა არა მხოლოდ მაღალ დანახარჯებს, არამედ დამატებით რთულ ტექნოლოგიურ განვითარებასაც საჭიროებს. ამიტომაც, ონლაინ მაღაზიების უმეტესობა იძულებულია მომხმარებელს მიტანის საკმაოდ ხანგრძლივი დრო და არასახარბიელო პირობები შესთავაზოს. იმავდროულად, კვლევები აჩვენებს, რომ ყოველი მეხუთე მომხმარებელი, რომელიც მზად იყო შენაძენი ონლაინ გაეკეთებინა, უარს შენაძენზე მიტანის ხანგრძლივი დროის გამო ამბობს.

სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა Wolt Drive - ვოლტის ახალი სერვისი ონლაინ ბიზნესებისთვის, რომელიც სავაჭრო ობიექტებს უსწრაფესი მიტანის სერვისის უზრუნველყოფას სთავაზობს. Wolt Drive ევროპის ქვეყნებში უკვე ფუნქციონირებს და ახლა ის საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

რა არის Wolt Dirve?

Wolt Drive ვოლტის B2B სერვისია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტს შეუძლია მომხმარებელს შეკვეთის მიტანა 30 წუთში შესთავაზოს. Wolt Drive-ის სერვისის გამოყენება ორი გზითაა შესაძლებელი:

API-ს ან ელ-კომერციის პლატფორმის სრული ინტეგრაციით, რაც სავაჭრო ორგანიზაციას ყველა პროცესის ავტომატურ რეჟიმში განხორცილების საშუალებას აძლევს. ამ სერვისს საქართველოში უკვე იყენებენ ისეთი საცალო ვაჭრობისა და ონლაინ სერვისების მქონე ორგანიზაციები, როგორიცაა Ekimo, რედმედი, MyGPC, გასტრონომი.

ან მყისიერად, ყოველგვარი ინტეგრაციის გარეშე - Wolt Drive-ის ვებ პორტალის საშუალებით. მას ლოკალურად უკვე წარმატებით იყენებენ ისეთი სავაჭრო ქსელები თუ მაღაზიები, როგორიცაა PSP, Phubber, Dressup.ge. მნიშვნელოვანია, რომ Wolt Drive-ის ვებ პორტალის მეშვეობით სწრაფი მიტანის სერვისი თავის მომხმარებელს შეუძლიათ შესთავაზონ ისეთმა მცირე მეწარმეებმაც, რომელთაც არ აქვთ თავისი ონლაინ პლატფორმა და გაყიდვებს ინსტაგრამის ან ფეისბუკის მაღაზიების საშუალებით ახორციელებენ.

პროცესი ძალიან მარტივია: სავაჭრო ობიექტი ტვირთავს შეკვეთის დეტალებს Wolt Drive-ის ვებ პორტალზე, რომლის ასაღებადაც მოდის ვოლტის პარტნიორი კურიერი და ამანათი მომხმარებლის კარამდე მიაქვს, და მთელ ამ პროცესს მხოლოდ 30 წუთი სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ როგორც მომხმარებელს, ისე სავაჭრო ობიექტს დამატებით შესაძლებლობა აქვს:

- თვალყური ადევნოს შეკვეთის მიტანის პროცესს რეალურ დროში, სპეციალური ბმულის საშუალებით, რომლის გამოყენებისთვის არ არის საჭირო არც ვოლტის და არც რაიმე სხვა აპლიკაციის ჩამოტვირთვა;

- გამოიყენოს ვოლტის უმაღლესი კლასის მხარდაჭერის სერვისი 24/7-ზე.

Wolt Drive-ის ვებ პორტალი ძალიან მარტივად გამოყენებადი, მობილურებისთვის ადაპტირებული ვებგვერდია. რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტს საშუალება აქვს ნახოს ყველა შესრულებული შეკვეთა, მიმდინარე შეკვეთების სტატუსი, მართოს ინვოისები და ა.შ. რაც მთავარია, მიტანის სერვისი შექმნა წამებშია შესაძლებელი და სავაჭრო ობიექტს მისი გამოყენების დაწყება მყისიერად შეუძლია.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ Wolt Drive-ის მომსახურება არ უკავშირდება არანაირ ჩართვისა თუ სააბონენტო გადასახადს და სხვა ფარულ ხარჯებს - სავაჭრო ობიექტი იხდის მხოლოდ შესრულებული შეკვეთების შესაბამისად.

Wolt Drive საშუალებას აძლევს ონლაინ ვაჭრობის ბიზნესს კონცეტრირდეს საკუთარ მომხმარებელსა და მის საჭიროებებზე, საკუთარ ბიზნესსა და მის განვითარებაზე, ხოლო შეკვეთის მიტანასთან დაკავშირებულ ყველა ლოჯისტიკური საკითხის მოგვარებას Wolt Drive საკუთარ თავზე იღებს.

Wolt Drive ეს არის:

- სუპერ-სწრაფი მიტანა — მიწოდება 30 წუთში შეკვეთის ატვირთვიდან მომხმარებლის კარამდე
- მარტივი, მოხერხებული პლატფორმა შეკვეთების სამართავად, რომლის შექმნა და გამოყენების დაწყება წამებშია შესაძლებელი
- სრული ავტომატიზაცია ონლაინ მაღაზიის პლატფორმაზე API ან სრული ინტრეგრაციის საშუალებით
- შეკვეთის მონიტორინგი რეალურ დროში, მომხმარებლისთვის და სავაჭრო ობიექტისთვის
- ვოლტის მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისი როგორც მომხმარებლისთვის, ისე სავაჭრო ობიექტისთვის
- ყოველთვიური ანგარიშგება შესრულებული შეკვეთების შესაბამისად - არავითარი ფარული ხარჯები

გსურთ გაიგოთ მეტი და დაიწყოთ Wolt Drive-ის გამოყენება?

ეწვიეთ ბმულს: https://wolt.com/ka/drive

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები