მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wolt-ი მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების მაღაზიის ექსკლუზიური პარტნიორია

64b930712149c
BM.GE
20.07.23 16:57
345
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების ხელნაკეთი ნივთების შეძენა ამიერიდან დისტანციურ რეჟიმში იქნება შესაძლებელი, - Wolt-ი, რომელიც საქართველოში მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა ხელნაკეთი ნივთების მაღაზიის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა, „რე-მარკეტში“ პროდუქციის ონლაინ-შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურებით უზრუნველყოფს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პარტნიორობა იუსტიციის სამინისტროსთან, რადგან, ვფიქრობთ, საკურიერო სერვისის არსებობა მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების ერთადერთ მაღაზიაში უფრი მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, შეიძინოს ნამუშევრები, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას, შესაბამისად, მსჯავრდებულების შემოსავლის ზრდას და რესოციალიზაციას“, - აცხადებს Wolt-საქართველოს გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია.

„რესოციალიზაციის მარკეტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია. ვოლტთან თანამშრომლობა და მიწოდების სერვისზე ხელმისაწვდომობა გაზრდის გაყიდვებს, პატიმრების ხელფასსა და შემოსავალს. ეს პროცესი კი, მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის უმნიშვნელოვანესია. ერთი წლის განმავლობაში „რე-მარკეტთან“ დაკავშირებული მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების რაოდენობამ 147-ს მიაღწია“, - აცხადებენ „რე-მარკეტში“.

„რე-მარკეტი“ თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარეობს, სადაც მომხმარებელს მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ნახატების, ტყავის, ხის, თექისა და სხვადასხვა მასალისგან შექმნილი აქსესუარების შეძენა შეუძლია.

https://wolt.com/ka/geo/tbilisi/venue/re-market



(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები