მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

World Bank - საქართველოში ბავშვები სკოლაში გატარებული 12-წლიდან 5-ს ფაქტობრივად კარგავენ

5f67048c989a0
ელენე კვანჭილაშვილი
20.09.20 11:24
41934
გასულ კვირას “მსოფლიო ბანკმა” ადამიანური კაპიტალის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც ზომავს - რა პოტენციალს მიაღწევდა დღევანდელი ბავშვი 18 წლის ასაკში თუკი ის მიიღებდა სრულყოფილ განათლებას და ჯანდაცვის სერვისებს.
კვლევის დეტალებზე “ანალიტიკასთან” მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა საქართველოში სებასტიენ მოლინესუმა ისაუბრა.
მისი თქმით, შედეგები აჩვენებს, რომ საშუალოდ ბავშვი საქართველოში სკოლაში 12.9 წელს ატარებს, მაგრამ სწავლის ხარისხის მაჩვენებელი 8.3-ია

“ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვები საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით 4.6 წელს კარგავენ ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით”,- აცხადებს მოლინეუსი.

მისი შეფასებით, საქართველოს ქულა ამ ინდექსში გვაჩვენებს, რომ საქართველოში დღეს დაბადებული ბავშვი იმ პროდუქტიულობის 57%-ს მიაღწევს, რასაც მისი თანატოლები აღწევენ სხვა ქვეყნებში, სადაც უკეთესი განათლების და ჯანდაცვის სისტემებია.

“ვხედავთ, რომ გაუმჯობესებისთვის ადგილი ნამდვილად რჩება, თუმცა 10 წლის წინანდელ მონაცემებს თუ შევხედავთ, საქართველო ნელა, მაგრამ თავის ქულას მაინც აუმჯობესებს. ცოტა უფრო ღრმად თუ ჩავალთ ამ რიცხვებში, ელენე, ვნახავთ, რომ საშუალოდ ბავშვი საქართველოში სკოლაში 12.9 წელს ატარებს, რაც ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა საქმე მიდგება ამ სწავლის ეფექტიანობაზე და ხარისხზე - ეს მაჩვენებელი 8.3-ია - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვები საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით 4.6 წელს კარგავენ ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით. ახლა, თუ შევხედავთ ეს რატომ ხდება - ამას პიზას შედეგებიც აჩვენებს. აქაც მონაცემების გაუმჯობესება ნამდვილად შესაძლებელია”,- აცხადებს მოლინეუსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები