მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WSJ-ის რჩეული 250 კომპანია - რეიტინგი

5ddbaba4ef86c
გიორგი ისაკაძე
25.11.19 15:40
1829
ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ასახელებს მსოფლიოს 250 კომპანიას საუკეთესო მენეჯმენტით.

ყველაზე კარგად მართვადი რეიტინგის შედგენაში ჩართულნი იყვნენ ცნობილი ეკონომისტის პიტერ დრუკერის ინსტიტუტის მკვლევარები, რომლებმაც 820 შესაწავლილი კომპანიიდან 250 საუკეთესო გამოავლინეს.

პიტერ დრუკერის ინსტიტუტის მკვლევარებმა 5 პარამეტრით გაზომეს კომპანიები:

  • კლიენტთა ლოიალურობა და კმაყოფილება; 
  • თანამშრომელთა ჩართულობა კომპანიის განვითარებაში და მათი განვითარება; 
  • სოციალური პასუხისგებლობა; 
  • ფინანსური სტაბილურობა; 
  • ინოვაციურობა. 
2019 წლის რეიტინგში პირველ ადგილს ონლაინ შოპინგის გიგანტი Amazon-ი იკავებს, რომელიც გასული წლის რეიტინგით, Apple-ის შემდეგ იყო მეორე ადგილზე.

წელსვე, Amazon-მა გაუსწრო ყველა სხვა კონკურენტს პატენეტების და სავაჭრო ნიშნების დარეგისტრირების რაოდენობაში, ასევე R&D დანახარჯებში ანუ კვლევა-ძიებაზე გაწეულ დანახარჯებში. კიდევ ერთი უპირატესობა, რის გამოც WSJ "ამაზონს" პირველ ადგილზე ამწესებს, გახლავთ დასაქმებულთა რაოდენობა ისეთ ინოვაციურ პროექტებში, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი და რობოტექნიკა. WSJ ასევე აღნიშნავს ამაზონის განსხვავებულ; კორპორატიულ კულტურას, რომელიც თანამშრომელთა შორის ინფორმაციის მიღებისა და გაცვლის ეფექტური სისტემის შექმნაზე არის ორიენტირებული.

"ამაზონმა" მიუხედავად პირველობისა, ცალკეულ კრიტერიუმებში, შედარებით ქულებიც მიიღო, მათ შორისაა სოციალური პასუხისგებლობის მიმართულება. ამასთანავე, კომპანიას ხშირად აკრიტიკებენ დაბალანაზღაურებადი თანამშრომლებისადმი დამოკიდებულების გამო.

რეპუტაციული პრობლემების ფონზე გასაკვირია რეიტინგში ჰიგიენური საშუალებების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, ჯონსონ ენდ ჯონსონის ნახვა. მხოლოდ გასულ წელს კომპანიამ მომხმარებელთაგან 100,000-ზე მეტი სასამართლო სარჩელი მიიღო.

რეიტინგში Facebook-მა მიიღო მეექვსე ადგილი. კომპანიის პოზიციის გაუარესება პირდაპირ კავშირშია კლიენტთა ლოიალუროიბის და დამოკიდებულების დაბალ შეფასებასთან, რაც უკავშირდება პირადი მონაცემების ბაზის გაჟონვის გახმაურებულ ისტორიებს სოცქსელიდან.

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია ამ რეიტინგში "პროქტერ ენდ გემბლია", რომელიც მეთხუთმეტე ადგილზეა. WSJ-ის რეიტინგში P&G-ის პროგრესი კომპანიის განვითარებაში თანამშრომელთა ჩართულობამ და მათი კარიარული ზრდის მიმართულებით არსებულმა შესაძლებლობებმა გამოიწვია.

Boeing-ი რეიტინგში 31-ე ადგილზეა. კომპანია ამჟამად, დაარსების შემდგომ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კრიზისს გადის, რაც ახალი ავიალაინერის, Boieng 737 მაქსის ორმა ტრაგიკულმა ავიაკატასტროფას და მათ შედეგად, ამერიკული მწარმოებლის თვითმფრინავებში არსებულ უსაფრთხოების ხარვეზებს უკავშირდება.

რეიტინგში წელს 48 ახალი კომპანია მოხვდა, მათ შორის არიან პროგრამული უზრუნველყოფის, ქლაუდ ტექნოლოგიების პროვაიდერი კომპანიები. ასევე საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები