მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WSJ: პეკინთან WHO-ს მოწიწებით საუბარმა COVID-19-ზე გლობალურ პასუხს ზიანი მიაყენა

5e8c45d1f1946
ნათია თაქთაქიშვილი
07.04.20 14:09
6132
Wall Street Journal-ის (WSJ) სარედაქციო საბჭო იუწყება, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციის მიერ (Wolrd Health Orgnization)  პეკინთან მოწიწებით საუბარმა ზიანი მიაყენა გლობალურ საპასუხო რეაქციას COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამის შესახებ ინფორმაციას FOX NEWS-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფლორიდის სენატორმა რიკ სკოტმა კონგრესში გამოძიების დაწყება მოითხოვა. მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმს დეზინფორმაციის გავრცელებაში შეუწყო ხელი და პანდემიის მასშტაბურობა ერთობლივად დამალეს.

„WHO ანგარიშვალდებულია პასუხი აგოს იმაზე, რომ ჩინეთს ხელი შეუწყო, დაემალა გლობალური პანდემია. ჩვენ ვიცით, რომ კომუნისტური ჩინეთი იტყუება, როდესაც კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვს ასახელებს, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამის რეალური გამოძიებით არასდროს შეწუხებულა“, - განაცხადა რიკ სკოტმა.

გარდა ამისა, რესპუბლიკელმა სენატორმა კონგრესში საკითხი იმის შესახებაც დააყენა, უნდა აფინანსებდეს თუ არა აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. აღსანიშნავია, რომ WHO ყოველწლიური ბიუჯეტის 15%-ს სწორედ აშშ-ისგან იღებს და ეს მაჩვენებელი სხვა ქვეყნებიდან მიღებულ შემოწირულობებს შორის ყველაზე მაღალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები