მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის (WTO) შეფასებით, მსოფლიოს მასშტაბით, მომსახურებით ვაჭრობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვერ აღდგება, რადგან კორონავირუსის გამო, ისევ მკაცრი „ლოქდაუნია“ გამოცხადებული.
WTO-ს ანგარიშის მიხედვით, პანდემიას უარესი გავლენა აქვს მომსახურებით ვაჭრობაზე, ვიდრე თავად ვაჭრობაზე. ტურიზმის მომსახურების სფერო კი, ყველაზე დაზარალებულია. 2020-ში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომსახურებით ვაჭრობაში 68%-იანი კლება დაფიქსირდა.
ტურიზმის შემდეგ, მომსახურებით ვაჭრობაზე ყველაზე დიდი კლება სამშენებლო ინდუსტრიაში შეინიშნება, სადაც ვარდნა 16%-ია.
TOP-7 სექტორი, სადაც მომსახურებით ვაჭრობა ყველაზე მეტად შემცირდა
1.ტურიზმი - 68%
2.მშენებლობა- 16 %
3.აუდიო-ვიზუალური ხელოვნება - 14%
4.წარმოება - 12%
5.ტელეკომუნიკაცია - 7%
6.ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულები სერვისები - 6%
7.არქიტექტურა - 6%.
მომსახურებით ვაჭრობა ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტად უგანდაში შემცირდა, სადაც კლებამ 57% შეადგინა, მას მოჰყვება უნგრეთი - 49%, ხოლო მესამე ადგილზეა - მონღოლეთი 41%-ით. აღსანიშნავია, რომ იტალიაში, საბერძნეთსა და აშშ-ში მომსახურებით ვაჭრობა 24%-ით შემცირდა.
მომსახურებით ვაჭრობის კლება ქვეყნების მიხედვით:
•უგანდა - 57%
•უნგრეთი - 46%
•მონღოლეთი - 41%
•თურქეთი - 39%
•ავსტრალია - 37%
•რუსეთი - 31%
•ჩეხეთი - 29%
•იტალია- 24%
•საბერძნეთი - 24%
•აშშ - 24%.