მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

www.liontrans.com  - ახალი მულტიფუნქციური პლატფორმა

ლაიონ
BM. GE
11.09.23 17:09
4

ლაიონ გრუპის ახალი მულტიფუნქციური პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია და აერთიანებს საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის ყველა სერვისს ერთ სივრცეში.

პროექტის მიზანია, ავტოინდუსტრიის სფეროში დასაქმებული ადამიანებისა ან უბრალოდ ავტომოყვარულებისთვის, მოსახერხებელი და მარტივი გახადოს ნებისმიერ ინფორმაციასა თუ მომსახურებაზე წვდომა.

დეტალურად მოგიყვებით იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ახალი პლატფორმა გვთავაზობს და ამასთანავე, გაგაცნობთ გამოყენების ინსტრუქციებსაც:

Car Tracking - თუ ამერიკის აუქციონზე ავტომობილი უკვე შეიძინე და გაინტერესებს ტრანსპორტირების რა ეტაპზეა, მაშინ ვინ-კოდის ბოლო 6 ციფრის გამოყენებით, მარტივად შეგიძლია გადაამოწმო ავტომობილის შესახებ სრული ინფორმაცია.

სერტიფიცირებული ავტოდილერის პროფილი - სერტიფიცირებული ავტოდილერების სერვისებისა და მათი მოღვაწეობის ისტორიის ერთ სივრცეში თავმოყრის მიზნით, შეიქმნა პირადი პროფილი, სადაც შეგიძლია სრული ინფორმაცია მიიღო სერტიფიცირებული ავტოდილერებისა და მათი მომსახურების შესახებ. რაც მთავარია, თუ რომელიმე ავტოდილერთან თანამშრომლობის გამოცდილება გაქვს, შეგიძლია შეაფასო ის და დაუტოვო კომენტარი შენი ობიექტური შეფასების მიხედვით.

ავტოდილერის პირადი კაბინეტი - ლაიონ ტრანსის ავტოდილერებისათვის პირადი კაბინეტით სარგებლობა ყოველდღიური სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ეს არის სივრცე, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციაა განთავსებული შეძენილი ავტომობილების, კონტეინერების, გადამზიდი პარტნიორებისა და დამატებითი სერვისების შესახებ.

პირად კაბინეტში ასევე ხელმისაწვდომია აუქციონზე გადაღებული ფოტო-მასალა, ამერიკის საწყობში გადაღებული ფოტოები, მიმღებ პორტში კონტეინერის გახსნის ფოტოები, ონლაინ ჩათი პირად მენეჯერთან საკომუნიკაციოდ, საბუთების შემოწმების შესაძლებლობა, აუქციონის ლოტით ტრანსპორტირების ფასის დაანგარიშება და ა.შ.

ჩვენს ახალ პლატფორმაზე კი პირადი კაბინეტი განახლებული დიზაინით არის ჩაშენებული, რაც ძალიან ამარტივებს ყოველდღიურ სამუშაო პროცესებს. თუ ავტოდილერის კაბინეტს იყენებ, მაშინ გეტყვით, რომ  სულ რაღაც ერთი კლიკის საშუალებით შეგიძლია შენი ტრანსპორტირებული ავტომობილები განათავსო ჩვენს პლატფორმაზე გასაყიდად. ეს შესაძლოა იყოს როგორც ავტომობილი გზიდან, ისე უკვე ტრანსპორტირებული და დანიშნულების ადგილამდე ჩამოსული ავტომობილი.

წეროვნის ავტოსადგომი - Lion Tserovani Yard ერთგვარი მარკეტია, სადაც ადგილზე ავტომობილის შეძენის სურვილის შემთხვევაში, მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდება. ავტოსადგომზე ასევე შეგიძლია თავად განათავსო ავტომობილი გასაყიდად, რომლის რეალიზაციაშიც გაყიდვების პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარება. თუმცა, გარდა ამისა, ახალი პლატფორმის საშუალებით, უკვე ციფრულ სივრცეშიც გექნება საშუალება შენი შეთავაზება მომხმარებლებს გააცნო.

Lion Auto Auction ლაიონ ტრანსის საცალო მომსახურების ცენტრია, რომელიც აერთიანებს ავტომობილის იმპორტს ამერიკიდან და სრულად ახალი ელექტრომობილების შოურუმს. განახლებულ პლატფორმაზე შეგიძლია ნახო ელექტრომობილების სრული სტოკი, აგრეთვე აუქციონის საუკეთესო შეთავაზებები და ონლაინ რეჟიმში, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გაიარო კონსულტაცია გაყიდვების ექსპერტებთან.

პლატფორმაზე სიახლეების დანერგვის პროცესი მუდმივად გაგრძელდება, უახლოეს მომავალში კი გექნება შესაძლებლობა ამერიკის წამყვანი აუქციონების სრული შეთავაზება პირდაპირ ჩვენს გვერდზე ნახო, შეარჩიო და ჩვენი ექსპერტების დახმარებით შეიძინო.

ავტომობილების ტრანსპორტირების შემდგომ ახალი ნაწილების მოძიება არც ისე მარტივი და საკმაოდ დამღლელი პროცესი შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, კონკრეტულად შენი ავტომობილისთვის შერჩეულ ნაწილებს, მათ ღირებულებებსა და ტრანსპორტირების ვადებს, სულ მალე, ჩვენს ახალ პლატფორმაზე დაგახვედრებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები