ინდოეთში ჰიმალაის მყინვარის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია, მდინარეზე წყლის დონის მატების გამო რამდენიმე სოფელი ევაკუირებულია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. არსებული მდგომარეობით, სტიქიას 150 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოცემის ცნობით, ადიდებული წყალი უტარახანდის შტატში კაშხლისკენ მიედინება და კალაპოტიდან გადმოსულია: დატბორილია მიმდებარე გზები და სოფლების ნაწილი.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მდინარის წყლის დონე ახლა 1 მეტრზე მაღალია, თუმცა დინება თანდათან მცირდება. ჩამოლის რაიონის პოლიცია კი, სადაც კაშხალი იყო განთავსებული, ხალხს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ტერიტორია.