მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალმომარაგების კომპანიამ 110 მილიონი ლარის ღირებულების 3 ტენდერი გამოაცხადა

6176bc492d4c2
შოთა ტყეშელაშვილი
25.10.21 18:35
544
მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულმა “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” რეგიონების წყალმომარაგება/წყალარინებისთვის 3 ტენდერი გამოაცხადა, რომელთა ჯამური ღირებულებაც 110 მილიონი ლარია.

33.4 მილიონი ლარის ღირებულების პირველი ტენდერით ქალაქ მარტვილის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები უნდა შესრულდეს.

49.4 მილიონი ლარის ტენდერით ქალაქ ყვარლის წყალმომარაგება/წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, ხოლო 28.7 მილიონის ტენდერით - წყალტუბოს წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია.

ტენდერები 22 ოქტომბერს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 25 ნოემბერს სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები