მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალმომარაგების კომპანიების ინვესტიციები ორიენტირებულია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, რაც ტარიფში ჯეროვნად უნდა იყოს ასახული - ანდრია გვიდიანი

5fe720334ae56
BM.GE
26.12.20 15:45
597
"პანდემიის ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს წყალმომარაგების კომპანიებზე. სასმელი წყლის ყველაზე მსხვილი მომხმარებლები ტურიზმის სექტორიდან არიან – სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები და სხვა, რომლებიც შექმნილ ვითარებაში პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებენ. აქედან გამომდინარე, შემცირებულია წყალმომარაგების კომპანიების შემოსავლები“, - განაცხადა ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა.

მისი თქმით, წყალმომარაგების კომპანიები მასშტაბურ ინვესტიციებს ახორციელებენ სხვადასხვა მიმართულებით, რაც ასევე ტარიფის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

აქედან გამომდინარე, ეკონომისტის შეფასებით, ტარიფის გადახედვის აუცილებლობა კომპანიის ხარჯებისა და შემოსავლების დაბალანსების საჭიროებით არის განპირობებული, რათა კომპანიებმა შეძლონ გამართული მუშაობა და მოსახლეობასთან მიმართებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები