მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოში „ჩელტამ“ მუშაობა დროებით შეაჩერა - არტიზანული საცხობი ფილიალს ახალ ადგილას გახსნის

63441e2e43278
თინათინ ნატმელაძე
11.10.22 09:35
973
წყალტუბოში მდებარე არტიზანული საცხობი "ჩელტას" მუშაობა დროებით შეჩერებულია. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა სალომე ჩხეიძემ განუცხადა. მისი თქმით, "ჩელტა’’ ახალი ფილიალის გახსნას და მუშაობის განახლებას იანვრიდან გეგმავს.

ამასთან, როგორც ის აცხადებს, “ჩელტას” ძველი ადგილმდებარეობა არახელსაყრელი აღმოჩნდა და ამიტომ მუშაობის დროებით შეჩერება და ახალი ფილიალის სხვა ადგილას გახსნა გადაწყვიტეს.

"დაახლოებით ერთი თვეა მუშაობა შეჩერებული გვაქვს, ლოკაციამ არ იმუშავა და მომიწია ახალი ლოკაცია მომეძებნა, დაახლოებით იანვარში იგეგმება წყალტუბოში ახალი ფილიალის გახსნა. ზაფხულის პერიოდშიც კი არ იყო სათანადო მუშაობა, მაგრამ, ზამთართან შედარებით უკეთესი მდგომაროება იყო, მოგება დაახლოებით 25%-ით გაიზარდა", - ამბობს სალომე ჩხეიძე.

BM.GE-სთან საუბრისას არტიზანული საცხობის დამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ "ჩელტა’’ მომხმარებელს ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პურის გარდა, სხვადასხვა ფუნთუშეულობასაც სთავაზობს და მათი პროდუქციის დაგემოვნება ადგილზეც შესაძლებელია.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, "ჩელტას", როგორც მცირე ბიზნესს, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მარკეტინგული მხარდაჭერა ესაჭიროება.

ცნობისთვის, საცხობი “ჩელტა” მომხმარებელს ბუნებრივ საფუარზე, მათ შორის ქართული ჯიშების ხორბალზე დამზადებულ არტიზანულ პურებს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ პროექტს წყალტუბოს განვითარების ჯგუფმა 26 000 ლარის ტექნიკა გადასცა. დამფუძნებელმა კი დამატებით 15 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები