წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდიაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახურავების, წაქცეული ხეების და სხვა სახის ზარალის დადგენა-დაფიქსირების მიზნით შექმნილია შესაბამისი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც არიან, მერიის ინფრასტრქუტურის, სივრცითი მოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურები, ა(ა)იპ ”წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური”, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (112), ავარიულ ადგილებზე მობილიზებულია “ენერგო პრო ჯორიას” და “სოკარ ჯორჯიას” შესაბამისი საავარიო ბრიგადები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ჩართულნი არიან სალიკვიდაციო სამუშაოებში.
"ამინდის გაუარესების გამო წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარით გამოწვეული ზარალი იზრდება. თითქმის ყველა სოფელში ქარმა მოგლიჯა მრავაწლოვანი ხეები, სახურავები გადახადა კერძო სახლებს, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს, ქალაქის ტერიტორიაზე დედა ენის ქუჩაზე და ტაბიძის ქუჩაზე ქარისგან მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანეს ავტომობილები. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის", - აცხადებენ ადგილობრივ მთავრობაში.
წყალტუბოში იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე და სახელმწიფო რწუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოზე, რომლებიც ადგილზე გაეცნენ შექმნილ სიტუაციას.