წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.
როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა აღნიშნა, სასწრაფოს მისვლამდე ბიჭის გადარჩენას ადგილობრივები ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ექიმებს ის გარდაცვლილი დახვდათ.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დენის დარტყმა, თუმცა არსებული ინფორმაციით, სკვერში ადგილობრივებს ე.წ. ფანჩატური ჰქონდათ მოწყობილი, სადაც ელექტროენერგიაც ჰქონდათ გაყვანილი. გარდა ამისა, სკვერის მიმდებარედ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
როგორც bm.ge-ს შს სამინისტროში უთხრეს, მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.