მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხალხი "ქამრების შემოჭერისგან" წელში წყდება და ბიუროკრატიას არაფერი ეტყობა - ელისაშვილი

61b9cdb56f67e
ინგა მურუსიძე
15.12.21 15:28
514
"ადრე „ქართული ოცნება“ ხშირად ახსენებდა „ქამრების შემოჭერას“ და ახლა ლექსიკაშიც აღარ გაქვთ" - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 2022 წლის პროექტს განიხილავენ.

„ადრე „ქართული ოცნება“ ბიუჯეტის განხილვის დროს ახსენებდახოლმე ტერმინს „ქამრების შემოჭერა“, ახლა ეს აღარც ისმის, ლექსიკაშიც აღარ არის.

ამ ბიუჯეტში თქვენ სად ხედავთ „შემოჭერილ ქამრებს“... ამ ქვეყანაში ხალხს ისეთი შემოჭერილი აქვს ქამრები, წელში წყდება და ბიუროკრატიას, მთავრობას „ქამრების შემოჭერის“ არაფერი ეტყობა“, - მიმართა ალეკო ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ წუთებში დეპუტატები კითხვებს სვამენ, რომლის შემდეგაც ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პასუხების გაცემას დაიწყებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები