მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხალხისთვის და მეგობრებისთვის რომ მოესმინათ, ეს დრამა თავიდან იქნებოდა აცილებული - კრამონი

640993d96b9f4
მარიამ ვარადაშვილი
09.03.23 12:21
935
ევროპარლამენტარი მწვანეთა პარტიიდან, ვიოლა ფონ კრამონი მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ უცხოური აგენტების შესახებ შესახებ მომზადებული კანონპროექტს უკან გაიწვევს.

“საქართველოდან მნიშვნელოვანი სიახლეა, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია”, - წერს ის "ტვიტერზე".

მისივე თქმით, მთელი ეს პროცესი თავიდან იქნებოდა აცილებული მთავრობას ხალხისთვის რომ მოესმინა.

"მივესალმები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გაიწვიოს "რუსული კანონი". მთელი ეს დრამა თავიდან იქნებოდა აცილებული თავიდანვე ხალხისთვის და საქართველოს მეგობრებისთვის რომ მოესმინათ. ახლა 12 პუნქტის შესრულების დროა, შეწყვიტეთ ხრიკები, კანდიდატის სტატუსის საფრთხეში ჩაგდება და საქართველოს მომავლის საბოტაჟი", - წერს კრამონი.  

დღეს დილით, 9 მარტს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები