მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხარჯები გაიზრდება, მაგრამ სწავლის საფასურის გაზრდას არ ვაპირებთ" - კერძო სკოლა „აკადემოსი“ რეგულაციებზე

5f365b85044a5
ვიქტორია მღებრიშვილი
14.08.20 14:30
2608
კერძო სკოლა „აკადემოსის“ დირექტორი თამარ ჩანტლაძე სკოლებისთვის დღეს გამოცხადებულ რეკომენდაციებს აფასებს და ამბობს, რომ მის სკოლას რეკომანდაციების შერულების კუთხით პრობლემები არ ექნება.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას სკოლის დირექტორი განმარტავს, სკოლისთვის მნიშვნელოვანია ბავშვებს უსაფრთხო გარემო შეუქმნას, ამიტომ თითოეულ რეკომანდაციას შეასრულებენ. თამარ ჩანტლაძე აღნიშნავს, რომ ეს გაზრდის სკოლის ხარჯვით ნაწილს, თუმცა ამის გამო სწავლის ღირებულება არ გაიზრდება.

„ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსწაველებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით რეკომენდაციებით გაწერილი სადეზინფექციო საშუალებების თუ სხვა საჭირო ნივთების შეძენის კუთხით ხარჯები რა თქმა უნდა გაიზრდება, თუმცა მიუხედავად ამისა არ ვაპირებთ რომ სწავლის ღირებულება გავზარდოთ.

პანდემიის პირობებში ჩვენთან სწავლის ღირებულება არ გაზრდილა, რადგან გვესმის რომ პანდემიამ ყველას ფინანსურ მდგომარეობაზე იმოქმედება, მათ შორის მშობლებისაზეც, ამიტომ ჩვენ ვინარჩუნებთ სწავლის იმ საფასურს რაც გვქონდა. რაღაცნაირად ეს დრო და პროცესი უნდა გადავიტანოთ“, - ამბობს სკოლის დირექტორი.

მისივე თქმით, რაოდენობრივად თითოეულ კლასში 12-მდე მოსწავლე სწავლობს, შესაბამისად ამ მხრივაც პრობლემას ვერ ხედავს.

„ჩვენ კლასში გვყვავს 12 ბავშვი, ასე რომ ჩვენ პრობლემა ამ მხრივ არ გვექნება. „აკადემოსი“ პატარა სკოლაა და ჩვენთვის ამ გაიდლაინების დაცვა პრობლემა არ იქნება. საგანგებო მდგომარეობისას დისტანციურ სწავლაზე გადასვლის დროსაც არ შეგვქმნია პრობლემები და არც ახლა იქნება პრობლემა.

ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ამ რეგულაციების დაცვის ექნებათ საჯარო სკოლებს, რადგან იქ კერძო სკოლებთან შედარებით მეტი ბავშვი სწავლობს“, - აღნიშნავს თამარ ჩანტლაძე.

„აკადემოსის“ დირექტორი ამბობს, რომ სწავლის რეჟიმის შემუშავება მიმდინარეობს და სკოლა უპირატესობას შერეულ მოდელს ანიჭებს, რომლის მიხედვით მე-5 კლასიდან მოსწავლეებს 1 დღე გაკვეთილები დისტანციურად ზუმის საშუალებით ჩატარდებათ.

ცნობისთვის, კერძო სკოლა „აკადემოსი“ 1999 წლიდან მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები