მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის რეაბილიტაციის დასრულება აგვისტოს ბოლოსთვის იგეგმება - რა დროს მიმდინარეობს სამუშაოები?

64b69729061d9
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.23 23:29
537
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის რეაბილიტაციის დასრულება აგვისტოს ბოლოსთვის იგეგმება. ამის შესახებ უწყებიდან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 9.7 მლნ ლარია და პროცესი კლიმატური პირობების გამო ზამთარში ფაქტობრივად ჩერდება.

„ხაშური-ახალციხე-ვალეს გზა, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, არის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა. ამ გზაზე, მაღალია სატრანზიტო ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა, ზაფხულის პერიოდში კი, მკვეთრად იზრდება ტურისტული ნაკადები. ავტოტრანსპორტის მოძრაობა რომ არ შეფერხებულიყო, კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 2022 წელს და წლის ბოლოსათვის თითქმის ყველა ხელოვნური ნაგებობის მოწყობა დასრულებული იყო.

ზამთარში კი სამუშაოები, ფაქტობრივად, ჩერდება, რადგან კლიმატური პირობების გამო, ტექნოლოგიურად და ფიზიკურად შეუძლებელია სამუშაოების წარმოება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზაფხულში, ტურისტული სეზონის გამო, სამუშაოები წარმოებს მხოლოდ ღამის საათებში. ამჟამად, ასფალტის საფარი მოწყობილია 4 კმ-იან მონაკვეთზე, სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, მიმდინარეობს გზის საფუძვლის რეციკლირება, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 9.7 მლნ ლარია და მისი დასრულება აგვისტოს ბოლოსთვის იგეგმება", - განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები