მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაშურის შემოვლით 4-ზოლიან გზაზე მოძრაობა სრულად გაიხსნა

5f7f3b90919a3
BM.GE
08.10.20 20:42
865
აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აგვისტოში გაიხსნა. აღნიშნული გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლოატაციაში შევიდა 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი 2 ზოლიან გზაზე მოძრაობდა.

ამის შესახებ გზების საავტომობილო დეპარტამენტი იტყობინება.

1.5 კმ-იან მონაკვეთზე არსებული ხიდის მშენებლობა უკვე დასრულდა და 13-ვე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 4 ზოლიან გზაზე სრულად გაიხსნა.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაურთდება არსებულ გზას. ამ მონაკვეთზე აშენდა 420 მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

ხაშურის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქ ხაშურს საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად განხორციელდება ახალ გზაზე. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება და 20 წუთის ნაცვლად 10 წუთში იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები