მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხეჩინაშვილის კლინიკა“: ქირურგიული პირბადეები და ხელთათმნები 200%-ით გაძვირდა

5f82e1b6f2ff0
ანუკა ჯოხაძე
11.10.20 15:15
1512
“ქირურგიული პირბადეების და ხელთათმნების ფასი 200%-ით არის გაზრდილი”, - ამის შესახებ BM.GE-ის ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორმა მაია მახარაძემ გაუფასურებული ლარის და covid-19-ის გამო შექმნილ გამოწვევებზე საუბრისას განუცხადა.

“ყველა სახარჯი მასალა, მედიკამენტები, განსაკუთრებით პირადი დაცვის საშუალებები გაძვირებულია - ამაზე კი, ბუნებრივია, კლინიკა ეკონომიას ვერ გააკეთებს, რადგან ვზრუნავთ, პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, რაც ნიშნავს პაციენტის დაცვასაც”, - აღნიშნა მან.

მაია მახარაძე ამბობს, რომ კლინიკის რესურსები ამოწურვადი არ არის და მომავალზე პროგნოზის გაკეთება უჭირს.

„ძალიან გაზრდილია ხარჯი, რადგან დამხმარე მასლა გაძვირებულია - ეპიდსიტუაციამდე რა ფასიც იყო პირბადეებსა და ხელთათმანზე ახლა ის ფასი არაა - 200%-იანი გაძვირებაა. ამას ემატება განსაკუთრებული რესპირატორები, რომელიც საკმაოდ ძვირია, ერთჯერადი ხალათები, რომელიც გაცილებით მეტი გვჭირდება ვიდრე მანამდე. ეს ყველაფერი კი, ძალიან მძიმე ტვირთად აწვება კლინიკას. ვერ ვიტყვი, რომ ეს პირდაპირ კავშირშია პაციენტთან, ვინაიდან ჩვენი სისტემა ისე არის აწყობილი, რომ ზარალიანი შემთხვევაც კი პაციენტზე ვერ აისახება, რადგან ტარიფი განსაზღვრულია და ზარალიანი ხარ თუ არა პაციენტს დამატებით თანხას ვერ მოსთხოვ, მაგრამ ჩვენი რესურსი ამოწურვადია და სადამდე ვივლით ინერციით ამის პროგნოზი ძალიან ძნელია“, - ამბობს ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები