მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლებას 12 პუნქტის შესრულებაზე არავის იძულება არ სჭირდება, არც - მედიის - წულუკიანი

64218cf227c15
მარიამ ვარადაშვილი
27.03.23 16:27
484
გასულ კვირაში საქართველოში მოქმედმა 16 არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეის მიმართა და სთხოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საქართველოს შესახებ შუალედური შეფასება საჯარო იყოს. ღია წერილში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ჩართულია რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში და ამიტომ შუალედური დასკვნის საჯაროობა მათთვის მნიშვნელოვანია.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე მთავრობას არავის იძულება არ სჭირდება და იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად მაინც იქნება ევროკავშირი საქართველოს მიმართ სამართლიანი.

“საქართველოს ხელისუფლებას არავისი იძულება მათ შორის, არც მედიის, არ სჭირდება იმისთვის, რომ შეასრულოს ეს 12 რეკომენდაცია. ქართველ ხალხს და მის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას დიდი იმედი გვაქვს, რომ ამჯერად მაინც იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება სამართლიანი და არ იქნება ისეთი უსამართლო, როგორიც უკვე ვიხილეთ. ეს ტექნიკური დეტალია [შუალედური დასკვნა] და ნუ დავიყვანთ ამ დიდ თემას ტექნიკურ დეტალამდე”,-ამბობს წულუკიანი.

შეგახსენებთ, გასულ წელს უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ. ამასთან, კომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მას შემდეგ, რაც ის 12 რეკომენდაციას დააკმაყოფილებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები