მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხელისუფლებასა და სპეციალისტებს შორის უნდა მოქმედებდეს მუდმივი საკონსულტაციო ფორმატი“

5fcb926cec84a
ვიქტორია მღებრიშვილი
06.12.20 09:40
857
„ხელისუფლებასა და სპეციალისტებს შორის უნდა მოქმედებდეს მუდმივი საკონსულტაციო ფორმატი“, - ამის შესახებ გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტმა გიორგი შაქარიშვილმა გადაცემა Forbes Talks-ში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გადაწყვეტილების მიმღებებსა და სპეციალისტებს შორის ერთჯერადი შეხვედრები იმართება, რაც არაეფექტურია.

„ხელისუფლებასა და ტექნიკურ სპეციალისტებს შორის დღეს ურთიერთობის მხოლოდ 2 ფორმატი არსებობს: 1. ხელისუფლება თვითონ იწვევს ტექნიკურ სპეციალისტებს, როდესაც ჩათვლის საჭიროდ და იმ საკითხებზე სასაუბროდ, რასაც ის მიიჩნევს მნიშვნელოვნად. 2. ტექნიკური სათემოს ერთ-ერთი ჯგუფი მოახდენს თვითორგანიზებას და მოამზადებს ანალიტიკურ მასალას და რეკომენდაციებს, რომელიც წერილობითი სახით გადაეცემა ხელისუფლებას და ამავე დროს ეს რეკომენდაციები ან იქნება გათვალისწინებული ან არა.

შეცდომა იმაშია რომ ხელისუფლებასა და სპეციალისტებს შორის არ არის გაშლილი მუდმივმოქმედი საკონსულაციო ფორმატი. ცუდი არ არის როდესაც პრემიერ-მინისტრი ხვდება რამდენიმე სპეციალისტს, მაგრამ ეს არ არის ის დონე და არ არის ის ფორმატი, სადაც ისეთი ნიუანსები როგორიცაა ქცევითი ელემენტი და ა.შ. განიხილება. საჭიროა ამ საკონსულტაციო ფორმატის შექნმა სტრატეგიული მართვის ქვედა დონეებზე“, - განაცხადა გიორგი შაქარიშვილმა.

გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტი, საქართველოში ასეთი კონსულტაციების არ არსებობის 3 მიზეზს ასახელებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას სჭირდება სპეციალისტები, რომლებიც კომპეტენტურ რეკომენდაციებს მიაწვდიან, რადგან თავად ხელისუფლების ფუქცია გადაწყვეტილებების მიღებაა.

„ჩემი აზრით 3 მიზეზია იმის რატომ ვერ ხერხდება ასეთი ფოტრმატის შექმნა საქართველოში:

1. ზოგჯერ უკუკავშირის მიცემის ფორმა საკმაოდ მკვეთრი და რადიკალურია. ვგულისხმობ, იმ ზედსართავ სახელებს, რასაც უკუკავშირის დროს ვხმარობთ. უკუკავშირისას ზედსართავი სახელები არ უნდა ფიგურირებდეს, არ უნდა თქვა რომ შენ ცუდი ხად და ცუდად აკეთებ. უნდა აღწერო რა არის პრობლემა და როგორ შეიძლება მისი მოგვარება. როდესაც ამ ფორმით ხდება კომუნიკაცია გადაწყვეტილების მიმღები ერიდება და კეტავს კარს.

2. თვითონ გადაწყვეტილების მიმღებიც რატომღაც პირად შეურაცხყოფად იღებს, რაც არ უნდა კორექტული ფორმით იყოს მიწოდებული რჩევა. თავდაცვის ინსტიქტი ირთტვება და არ გამოდის კომუნიკაცია.

3. ბოლო რამდენიმე თვე ვაკვირდებით ინფოდემიის პროცესს - უხარისხო ინფორმაციის გავრცელება ეპიდემიის შესახებ. საოცრად მომრავლდა ექსპერტების რაოდენობა, რომელბიც იძლევიან რჩევებს, მაგრამ ტექნიკური მათი ღირებულება არაერთგვაროვანია. ამიტომ ის ვინც უნდა მიიღოს რჩევა ერიდება ასეთი საკონსულტაციო ფორმის გახსნას.

იმისთვის, რომ ამ სახის პრობლემები აღმოიფხვრას, მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ფორუმი ხელისუფლების მიმღებსა და ტექნიკურ სათემოს შორის აუცილებელია, რადგან ხელისუფლებისგან არავინ ელოდება იმას, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ყველა საკითხში ყველაზე უკეთესი ტექნიკური ექსპერტიზა. ეს არ არის ხელისუფლების ფუნქცია, რომ ის უნდა იყოს უნივესრსიტეტი ან აკადემიური დაწესებულება, მათი ფუნქია არის მართვა და მართვის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კომპონენტი არის კონსულტაციის გამართვა. ამას სამწუხაროდ ვერ ვხედავ და ვფიქრობ, რაც მალე გაიხსნება ასეთი საკონსულტაციო ფორუმი, მით უკეთესია“, - განაცხადა გლობალური ჯანდაცვის სპეციალისტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები