მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნური ინტელექტი 300 მილიონ სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებს - Goldman Sachs

64900960877bb
გიორგი არონია
20.06.23 00:00
2303

იმ შემთხვევაში, თუ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია დაპირებულ მასშტაბებს მიაღწევს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში სამუშაო ძალის დინამიკა იმდენად შეიცვლება, რომ ხელოვნური ინტელექტი 300 მილიონ სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებს, - ამის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, ამერიკული Goldman Sachs-ის კვლევაში ვკითხულობთ.

უშუალოდ ჩანაცვლების გარდა, ხელოვნური ინტელექტი გაცილებით დიდ გავლენას მოახდენს ადამიანების სამუშაო აღწერილობებზე - ამ მხრივ, ცვლილება სამიდან ორ სამუშაო ადგილს შეეხება.

სამუშაო ადგილების ჩანაცვლების გარდა, Goldman Sachs-ი აშშ-ში თანამშრომლების პროდუქტიულობის ზრდასაც პროგნოზირებს, მაგრამ ეს ზრდა მიზერულია და მომდევნო ათი წლის განმავლობაში 1.5 პროცენტული პუნქტის ტოლი იქნება. საინვესტიციო ბანკის შეფასებით განსხვავებული და მეტად მასშტაბური იქნება ხელოვნური ინტელექტის გავლენა გლობალურ პროდუქტიულობაზე, რადგან ამ ტექნოლოგიას, მკვლევრების აზრით, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ით გაზრდის საშუალება აქვს.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოზე ისეთივე გავლენას მოახდენს, როგორიც თავის დროზე პერსონალურ კომპიუტერს ჰქონდა. ეს უცნაური არ არის, რადგან ხელოვნური ინტელექტის მოდელებს იურისტების საკვალიფიკაციო და უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების მაღალ დონეზე ჩაბარება და უნიკალური ხელოვნების ნიმუშების შექმნა დღეს უკვე შეუძლიათ. ამასთან, გასათვალისწინებელია დიდი მოცულობით ინვესტიციები, რომლებიც ამ სფეროში გლობალურად ხორციელდება - Stanford-ის AI-ინდექსის დათვლებით, 2021 წლიდან დღემდე, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაში $94 მილიარდი ჩაიდო. თუ ეს ტრენდი გაგრძელდა, 2030 წლისთვის, აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი 1%-ით გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები