მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხმა მივეცი ცვლილებას, კოალიციურ მართვას და დასავლურ კურსს - ხაზარაძე

61583f5f13610
ინგა მურუსიძე
02.10.21 16:00
650
"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო უბანში ხმის მიცემის შემდეგ, მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები არის შანსი ქვეყნის მომავალისა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.

"დღეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ვიტყოდი ისტორიული დღეა. სწორედ ამიტომ, მე მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მოვიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი.

დღეს ყველას გვაქვს შანსი, რომ შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, თითოეული ადამიანის ცხოვრება და შევქმნათ პერსპექტივა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მე ხმა მივეცი ცვლილებას, კოალიციურ მართვას, დემოკრატიის განვითარებასა და დასავლურ კურსს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები