კახეთში ხორბლის აღება დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, კახეთში მარცვლეულის აღების პროცესში 300 ერთეული კომბაინი იქნება ჩართული. მოსავლის დაბინავების ხელშეწყობისთვის კი, ფერმერების პროტესტის შემდეგ, მთავრობამ 12 ივნისიდან ფქვილის იმპორტზე დროებით გადასახადი დააწესა, რაც 1 ტონაზე 200 ლარს შეადგენს. მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ გადაწყვეტილებით კონკურენტული გარემო შეიქმნება და წისქვილკომბინატების ამუშავება მოხდება. როგორია მოსავლის რაოდენობა და რა ფასად იყიდება ახალი, ადგილობრივი ხორბალი?
სტუმარი: ნიკოლოზ ბენიაიძე - "მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის" თავმჯდომარე;