მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში მაგისტრალური წყალსადენების მეწყრული პროცესებისგან დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით თბილისის მერიის მიერ მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დღეს, 6 აპრილს, ღამის 23:00 საათიდან 7 აპრილის საღამოს 19:00 საათამდე წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, იმისთვის, რომ მაგისტრალური ქსელი მაქსიმალურად იყოს დაზღვეული დაზიანებისგან და საფრთხე არ შეექმნას დედაქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას, კომპანია თანამედროვე სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.
"არსებულ არეალში სამუშაოების სპეციფიკიდან და წყალსადენის ქსელის მასშტაბიდან გამომდინარე "ჯივიპი" სამუშოებს რამდენიმე ეტაპად ჩაატარებს.
პირველ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დამონტაჟებისთვის აუცილებელია, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 6 აპრილის ღამის 23:00 საათიდან 7 აპრილის საღამოს 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში:
გელოვანის გამზირს, ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, ლვოვის ქუჩების ნაწილს, ზაქარიაძის ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას I-VII კავრტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირს ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის I-V მ/რ-ებს, რამაზ ჩხიკვაძის, მინდელის, შავგულიძის, სანდრო ეულის, ზურაბ ანჯაფარიძე, ქავთარაძის, ძოწის, პოლიტკოვსკაიას, თავხელიძის, დელისის, თვალჭრელიძის და მიმდებარე ქუჩებს, თხინვალას I და II აგარაკებს, წყნეთის გზატკეცილს, უჩანეშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
დიღომი 7: ფერაძის, ციციშვილის, ძნელაძის, სოლოღაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. მუხათგვერდის, დასახლებას.
სოფელ დიღომში: სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, გიორგი ბრწყინვალეს, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ბერი გობრონის და მიმდებარე ქუჩებს.
ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის, მუხათგვერდის და რეაქტორის ქუჩებს.
ქალაქ მცხეთას, ნატახტარს, წიწამურს და წეროვანის დასახლებას.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.