თბილისის მერიის ინფორმაციით, წლიური ხელშეკრულების საფუძველზე, ნაძალადევის რაიონში, ქსნის ქუჩაზე არსებულ ხიდს სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
როგორც bm.ge-ის მერიიდან აცნობეს, გეგმურ სამუშაოებთან დაკავშირებით, 3-დან 10 ნოემბრის ჩათვლით, აღნიშნულ ხიდზე ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია დისკომფორტისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.