მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში შესვლის წესები იცვლება - საელჩო

629603be6828e
BM.GE
31.05.22 15:58
54540
საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში გამარტივებული კოვიდ-რეგულაციებით შესვლას შეძლებენ.

კერძოდ, "გერმანიაში შესვლის მსურველებისათვის აღარ არის სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა;

გაუქმდა ინფექციისგან დაცვისათვის შექმნილი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, რადგან „ომიკრონი“ უფრო იშვიათად იწვევს დაავადების რთულ ფორმებს;

ვაქცინაციის საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ პირთათვის, ვინც გერმანიაში ჩადის ქვეყნებიდან, სადაც მოხდა ვირუსის მუტაცია. ამ შემთხვევაში შესვლა შესაძლებელი ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ყველა ვაქცინით. საქართველო არ შედის ამ ქვეყნების სიაში“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები