ყაზახეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების და ძირითადი რეფინანსირების განაკვეთის 16.75%-იან ნიშნულზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იქამდე შენარჩუნდება, სანამ ინფლაციური წნეხი საბოლოოდ არ დაიძლევა და ფასების ზრდის დინამიკა სამიზნე ნიშნულს არ დაუბრუნდება.
ცნობისთვის, წლიური ინფლაციის დონე ყაზახეთში ამჟამად 20.7%-იან ნიშნულზეა, რაც 1990-იანი წლების შემდეგ დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.
მიმდინარე წლისთვის ცენტრალური ბანკის ინფლაციის 12%-მდე შემცირებას პროგნოზირებს. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 3.5-4.5%-ის ფარგლებშია.